რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FT: ჩინეთმა სამხედრო სფეროში რუსეთის დახმარების შესაძლებლობაზე მიანიშნა

ვლადიმირ პუტინი და სი ძინფინგი პეკინში, 2022 წლის 4 თებერვალი
Reuters

გამოცემა The Financial Times-is ცნობით, აშშ-მ მოკავშირეებს შეატყობინა, რომ ჩინეთმა სამხედრო სფეროში რუსეთის დახმარების შესაძლებლობაზე მიანიშნა. გამოცემა ინფორმაციას საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ინფორმაცია მიაწოდა მოკავშირეებს ევროპასა და აზიაში, თუმცა არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა სახის დახმარებაზეა საუბარი.

მანამდე FT-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარებისთვის მიმართა. გამოცემის თანახმად, რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით და სხვა სახით დახმარება სთხოვა. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს 5 სახის სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა, მათ შორის რაკეტები, დრონები, ჯავშანმანქანები და ლოგისტიკური მანქანები.

ინფორმაცია უარყო ჩინეთის საელჩომ აშშ-ში. აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინაში ომის ფონზე შეხვედრა გაიმართა აშშ-სა და ჩინეთის წარმომადგენლებს შორის.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები