რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვს საერთაშორისო ძებნაში გადასცემს

ვლადიმირ პუტინი და ვლადიმირ სოლოვიოვი

სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს ინიციატივით, კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმერ სოლოვიოვს საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდება.

როგორც უწყების პრესსამსახურში აღნიშნეს, 14 მარტს, ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა გამომძიებლის შუამდგომლობა და რუს ტელეწამყვანს, პროპაგანდისტს, ერთიანი რუსეთის პოლიტიკური პარტიის წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"სოლოვიოვი სისტემატურად უჭერდა მხარს რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობის დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინაში შეჭრაზე და მოუწოდებდა მისი ტერიტორიული სტრუქტურის შეცვლას, მათ შორის სამხედრო ოპერაციების და სამხედრო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების გზით".- აღნიშნულია განცხადებაში. 

გამოძიების სახელმწიფო ბიუროს გამომძიებლებმა შეაგროვეს დოკუმენტების საჭირო პაკეტი სოლოვიოვის საერთაშორისო ძებნილ სიაში შესაყვანად. 

ცნობისთვის, 6 მარტს გახდა ცნობილი, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა რუსეთში მცხოვრებ ქართველ პროპაგანდისტ ჟურნალისტს, თინა კანდელაკს საერთაშორისო ძებნაში გადასცემს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები