რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ოკუპანტები გატაცებულ მერს რუსეთის მხარდამჭერი ვიდეოს ჩასაწერად აწამებენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტები მელიტოპოლის მერს აწამებენ, რათა რუსეთის მხარდამჭერი ვიდეო გადააღებინოს. ოკუპანტებმა უკვე აირჩიეს ივან ფედოროვის "შემცვლელი", ახალი მერი, რომელმაც ხალხს ახალი რეალობის შეგუებისკენ მოუწოდა. უკრაინის ხელისუფალმა შერჩეულ კანდიდატს უკვე მიუსაჯა უვადო პატიმრობა და ქონებაც ჩამოართვა.

"ჩვენ ვიცით, რომ ის ცოცხალია.  [...] სამწუხაროდ, როცა ტერორისტები იტაცებენ ადამიანს, მას ჩანაწერისთვის აწამებენ. თუ იმას არ იტყვის, რაც მათ სურთ, სიკვდილისთვის იმეტებენ. მათ არ რცხვენიათ ამ ვიდეოსი. იტაცებენ, მიჰყავთ სარდაფში, აწამებენ, ვიდეოს იღებენ და შემდეგ უბრალოდ კლავენ. ერთი მერი მოკლეს ასე. ახლა სხვა მერი ჰყავთ. ეს, როგორც პრეზიდენტი პუტინი უწოდებს, "დემილიტარიზაციაა" თუ "სამხედრო ოპერაცია"? არა, ეს უბრალოდ ტერორიზმია, მტკიცებულებით. და ამისთვის პასუხს აგებენ". - თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. 

12 მარტს რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი გაიტაცეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას თან საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა ახლდა. კერძოდ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა, ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები, ასევე რუსეთის არმიის მიერ ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევები.

 

კომენტარები