რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი გაიტაცეს, თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოვუწოდებთ" – MFA

რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი გაიტაცეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მერის გატაცების ამბავთან დაკავშირებით, სწრაფი რეაგირებუისკენ მოუწოდებს

უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას თან საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა ახლავს. კერძოდ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა, ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები, ასევე რუსეთის არმიის მიერ ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევები.

"ასეთი უხეში დარღვევა იყო 11 მარტს მელიტოპოლის მერის ივან ფედოროვის გატაცება. რუსული ჯარები, რომლებიც უკვე მეორე კვირაა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბავშვთა საავადმყოფოებსა და სკოლებზე სარაკეტო თავდასხმებს ხორციელებენ, ცინიკურად არიან განწყობილნი. მერს ტერორიზმში ადანაშაულებს." – ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების განმარტებით, მელიტოპოლის მერის გატაცება კლასიფიცირებულია, როგორც ომის დანაშაული ჟენევის კონვენციებისა და I დამატებითი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც ომის დროს სამოქალაქო მძევლების აყვანას კრძალავს.

"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივ უპასუხოს ივან ფედოროვის და სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებას უკრაინაში, გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყდეს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ბარბაროსული ომი".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები