მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჰქონდეს მთავრობისა და ხელისუფლების გულწრფელობის იმედი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ სიმშვიდის საფუძველია, სიმშვიდის საფუძველი ნამდვილად არსებობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაკვირდებით ყურადღებით იმ პროვოკაციას, სწორედ იმ პარტიის, რომელსაც ომის პარტია ვუწოდეთ. ეს კოლექტიური სახელიც შეიძლება იყოს, არამხოლოდ ერთი კონკრეტული ნაციონალური მოძრაობის, არამედ იმ დაჯგუფებების, რომლებსაც თითქოსდა ერთი სული აქვთ აქ, რომ მოხდეს რაიმე ტიპის უბედურება, რომ შემდეგ ამაზე მოითბონ ხელი და როგორმე ხელისუფლება შეარყიონ და იდეალურ შემთხვევაში თავად ჩაანაცვლონ, მაგრამ მათ როგორც ჩანს მხოლოდ ეს ვიწრო ინტერესი აქვთ და როგორც 2008 წელს არ დაგიდევდნენ იმ ჯარისკაცებს, რომლებიც მიატოვეს ბრძოლის ველზე, ახლაც, როგორც ჩანს, ძალიან არასერიოზულად უყურებენ ქართველი ხალხის ბედს, მათ შორის ბავშვების.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
წულუკიანი: ომის პარტიას თითქოს ერთი სული აქვს აქ რამე უბედურება მოხდეს და ხელი მოითბონ
tbl.ge/5wln
დაკოპირდა

თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია იმედის ეთერში.
ამავე თემაზე
- ჩონჰარის ხიდზე უკრაინის დარტყმის შემდეგ ყირიმში შემავალ გზაზე რუსული სატვირთოების რიგებია
- აშშ-ს სენატის კომიტეტმა 2027-ის ბიუჯეტში უკრაინისთვის $750 მილიონის გამოყოფას მხარი დაუჭირა
- Politico: უკრაინა 20 მილიარდ დოლარს ითხოვს რუსეთის "გადასაწვავად"
- უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ხიდზე 50 რუსულ სამხედრო მანქანას დაარტყა
- ბროვდის თქმით, "ახლო მომავალში" უკრაინა ოკუპირებულ ყირიმს რუსეთისგან იზოლაციაში მოაქცევს




