რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის პატრიარქი: უკრაინა და რუსეთი პრაქტიკულად ერთი ერია

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ამბობს, რომ უკრაინაში ომი მესამე მხარემ "გააჩაღა", რომელსაც არ მოსწონდა რუსეთის გაძლიერება და მის დასასუსტებლად "ძმური ერი" გამოიყენა.

"ჩვენ დღეს გავდივართ კონფლიქტს რუსეთსა და უკრაინას შორის. დავფიქრდეთ, რა უნდა გვყოფდეს ჩვენ? ჩვენ პრაქტიკულად ერთი ერი ვართ, დაკავშირებული ისტორიული ბედით, ჩვენ ერთად გამოვედით კიევის ემბაზიდან, ჩვენ ერთი რწმენა გვაქვს... რას შეუძლია გაგვყოს?! მაგრამ ჩვენს ერებს შორის კაცობრიობის მტერი, კონკრეტული ადამიანებისა და ადამიანთა გაერთიანებების ხელით თესავს ტყუილს". – ამბობს რუსეთის პატრიარქი. 

"რუსეთი - ერთი ქვეყანაა, ერთი ერი. თუმცა ძალიან ძლიერი გამოდგა ეს ერი და ამ ძლიერებით შეშინებულმა მეზობლებმა დაიწყეს ყველაფრის კეთება ამ ერის გასაყოფად, დასანაწევრებლად, რომ ისინი საერთოდ არ არიან ერთი ერი! და ჩვენ ვიცით, რა საშინელ შედეგებს აღწევს ეს წინადადება, როდესაც ვინმე ძმაში ძმას ვერ ხედავს, მაგრამ ხედავს მტერს". – ამბობს კირილი კონფლიქტში მესამე მხარეების ჩართულობაზე. 

"და ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის უბრალოდ მეზობლების წაკიდება, ეს არის კონფლიქტი რომელშიც ჩათრეულია სახელმწიფო, ანუ ინსტიტუციები, რომელთაც აქვთ კანონიერი უფლება გამოიყენონ ძალა, აიძულონ საკუთარი მოქალაქები დამორჩილდნენ კანონს, ან აიძულონ სხვა ქვეყნები, თუ ხედავენ საფრთხეს, იმისთვის რომ ეს საფრთხე აღარ იყოს". – ამატებს კირილი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები