გირჩი

მეგრელიშვილი: კვოტები, გეების უფლებები – ყველაფერი სიგიჟეა, რომელიც დასავლეთიდან მოდის

ქალების კვოტები, გეების უფლებები, ბავშვების უფლებები – ეს ყველაფერი სიგიჟეა, რომელიც მოდის დასავლეთიდან, რომელსაც არანაირი კავშირი დასავლეთთან არ აქვს და რომელსაც პუტინი იყენებს დასავლეთს წინააღმდეგ, რადგან ამბობს, რომ ეს ყველაფერი ხრწნის ტრადიციულ საზოგადოებას და ამ ნაწილში ის მართალია.

ეს ყოველივე (რაც ჩვენ "დასავლეთი" გვეგონა) არის რუსების იარაღი დასავლეთის მიმართ. სინამდვილეში კი, დასავლეთი არის მესაკუთრეების საზოგადოება სასამართლოთი და იარაღით, რომელსაც აქვს ღირებულება და რომლისთვისაც შეიძლება სიცოცხლის შეწირვა. ასეთი "დასავლეთი" არც ჩვენ გავაკეთეთ და არც უკრაინამ, თორემ, ჩვენ რომ ეს ყველაფერი აქ გაგვეკეთებინა, პუტინი ვერ შემოდგამდა ნაბიჯს ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში.

თქვა პარტია გირჩის ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

კომენტარები