რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

DW: გერმანია უკრაინას 2700 საბჭოთა წარმოების "სტრელას" საზენიტო რაკეტებს გაუგზავნის

გერმანია უკრაინაში 2700 საბჭოთა წარმოების "სტრელას" საზენიტო რაკეტებს გაგზავნის. შესაბამის ინფორმაციას Deutsche Welle სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზემოხსენებული სარაკეტო სისტემა საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებულ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ეკუთვნოდა, რომელიც დასავლეთ გერმანიასთან 1989 წელს, ბერლინის კედელის დაცემის შემდეგ გაერთიანდა.

ამასთან, გერმანიის მთავრობამ გასულკვირაში უკრაინისთვის 500 სტინგერის სარაკეტო იარაღისა და 1000 ანტისატაკო ჭურვსასროლის გადაცემა დააანონსა.

როგორც წყარომ Reuters-ს უთხრა, რაკეტები "ტრანსპორტირებისთვის მზად არის", მაგრამ გერმანიის უშიშროების ფედერალურ საბჭოს გადაწყვეტილებაზე თანხმობა ჯერ არ გაუცია.

კომენტარები