რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვა: სუმიში უკუპანტთა უღირსობაზე ინფორმაცია ვრცელდებოდა, ფოტოზე ისინი არიან

"სუმიში ოკუპანტების უღირს საქციელზე ინფორმაცია ვრცელდებოდა" - წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და განადგურებული რუსული ტანკების ფოტოებს აქვეყნებს. 

"ისინი ფიქრობდნენ, რომ "უშიშარი მეომრები" იყვნენ, ფოტოზე ისინი არიან. უკრაინელებმა მათ აჩვენეს, როგორი უნდა იყოს ოკუპანტი კოშკურის გარეშე". - წერია განცხადებაში. 

გუშინ, 2 მარტს, სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელ სამხედროებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა, დაახლოებით, 70 უკრაინელი ჯარისკაცი.   

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები