რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ახტირკაში რუსი ოკუპანტების თავდასხმას, სავარაუდოდ, 70 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა

სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელ სამხედროებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია, დაახლოებით, 70 უკრაინელი ჯარისკაცი. ინფორმაციას სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, დმიტრი ჟივიცკი ავრცელებს

"ცხედრების ნანგრევებიდან ამოყვანა გრძელდება. მუშაობს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და მუშაობენ მოხალისეები. გარდაცვლილი ბევრია. ახლა სასაფლაოზე ამზადებენ ადგილებს 70 დაღუპული უკრაინელი მებრძოლისთვის". - ამბობს ჟივიცი. 

მისივე თქმით, დიდი დანაკარგი განიცადა რუსეთმა და "მათი გვამებს წითელი ჯვარი წაიღებს". 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები