რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვა: 2 მარტს ოკუპანტების 3 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი გავანადგურეთ

უკრაინაში ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო დარყმების შედეგად რუსი ოკუპანტების დანაკარგი იზრდება - 2 მარტს უკრაინელმა სამხედროებმა მათი 3 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი გაანადგურეს

"2 მარტს Су-24 და Су-25 საბრძოლო თვითმფრინავების ეკიპაჟებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო დანაყოფებს დახმარება გაუწიეს - გაანადგურეს რუსული სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კოლონები კიევში, სუმიში, ჩერნიგოვსა და ხარკოვში. 

დღის განმავლობაში საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 2 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი. გჯეროდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების!" - წერია სამინისტროს განცხადებაში.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები