ევროკავშირი-საქართველო

ხოშტარია EU-ში წევრობაზე: პროტესტმა შედეგი გამოიღო, მმართველ პარტიას უკან დახევა მოუწია

საქართველოს მოქალაქეების პროტესტმა შედეგი გამოიღო - მმართველ პარტიას, რომელიც, ჯერ კიდევ გუშინ, გვეუბნებოდა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს 2024 წლამდე არ შეიტანდა, მოუწია უკან დახევა.

დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, განაცხადს ოფიციალურად 3 მარტს წარადგენს. ევროკავშირის წევრობას სჭირდება ევროპული ფასეულებების დასაცავად და რუსეთის წინააღმდეგ მისი პოლიტიკის მხარაჭერა და განხორციელება.

პოლიტიკური პარტია დროა მიიჩნევს, რომ ამ პროცესის წარმატება დამოკიდებულია ეროვნულ თანხმობაზე, დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მმართველობაზე, სასამართლო სისტემის რეფორმაზე.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ამ მიზნისკენ.

ასე გამოეხმაურა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, ირაკლი კობახიძის ინფორმაციას, რომ ხვალ, 3 მარტს, ქართული ოცნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს წარადგენს.

კომენტარები