რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა მოკლეს უკრაინელი ექიმი, რომელსაც დაშავებული ძმიშვილი კლინიკაში გადაჰყავდა

რუსმა ოკუპანრებმაა კიევის რეგიონში ექიმის მანქანას, რომელშიც დაჭრილი გადაჰყავდა ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ Facebook-ზე გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, დაღუპულია მარინა კალაბინა, რომელიც პედიატრიული კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის სამეცნიერო და პრაქტიკული სამედიცინო ცენტრის ანესთეზიოლოგი იყო. 

"მის მანქანას ესროლეს, როცა დაჭრილი ძმისშვილი კიევის რაიონის სოფელ კუხარიდან საავადმყოფოში მიჰყავდა... დილით მივმართე რუს ექიმებს, დაგმონ ტირანის ქმედებები, გამოვიდნენ მოედნებზე ომის შეწყვეტის მოთხოვნით და მხარი დაუჭირონ კოლეგებს, უკრაინელ ექიმებს"- წერს ის. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები