გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასშტაბურად დავგეგმოთ სისხლის უანგარო დონაციის აქცია უკრაინელთა დასახმარებლად. აქცია უკვე დაორგანიზებულია და ვიწყებთ დღეს, პარლამენტში B კორპუსი, 017-018-019 ოთახები. აქვე განვმარტავ, რომ პარლამენტში აქცია განხორციელდება დეპუტატებისთვის და პარლამენტის თანამშრომლებისთვის.
გარეთ ახალგაზრდებს სისხლი უდუღთ. ჩვენ შევაგროვებთ და სწორედ ამ მდუღარე სისხლს გავუგზავნით ჩვენს მეგობარ უკრაინელებს. შესაძლოა უკრაინელებს სისხლის დეფიციტს უვსებენ პოლონელები, მოლდოველები და სხვები, მაგრამ მათ ქართველებმაც უნდა გაუგზავნონ საკუთარი სისხლი მხარდაჭერის ნიშნად.
მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს, გაუკეთოს ორგანიზება ქვეყნის მასშტაბით, სისხლის ჩაბარების პუნქტებს