რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბენედიქტ კამბერბეტჩი: მხარს ვუჭერ უკრაინელ ხალხს

Sada El Balad

ბენედიქტ კამბერბეტჩს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. მსახიობმა ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც უკრაინელ და რუს ხალხზე ილაპარაკა.

"არ შემიძლია ვილაპარაკო დღეს, ჩემი ცხოვრების ამ ძალიან საამაყო მომენტში, ამ არაჩვეულებრივ პლატფორმაზე, ისე, რომ არ ვილაპარაკო იმაზე, რაც ხდება უკრაინაში და არ გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი და ჩემი მხარდაჭერა იმ რუსი ხალხისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კლეპტოკრატიასა და მათი მმართველების იდიოტობას, ცდილობენ შეაჩერონ ამ სისასტიკის პროგრესი" – ამბობს მსახიობი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

კომენტარები