რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ANONYMOUS: რუსეთის და ბელარუსის მთავრობების და კომპანიების 1 500 ვებ-გვერდი დავჰაკეთ

უკრაინის მხარდასაჭერად, უკანასკნელ 72 საათში Anonymous-მა გათიშა რუსეთის და ბელარუსის მთავრობების, კომპანიების, სახელმწიფო არხებისა და ბანკების 1 500 ვებ-გვერდი. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ჰაკერული გაერთიანება ავრცელებს

28 თებერვალს მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფების სამიზნე რუსეთის ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის მონაცემთა ბაზა გახდა

ანონიმუსის 65-ე ბატალიონის ცნობით, ჰაკერებმა ინტერნეტში 40 000-მდე ფაილი გაავრცელეს, თუმცა მათ არ გააჩნიათ ამ მოცულობის მასალის თარგმნისათვის საჭირო რესურსები და დახმარებას რუსული ენის მცოდნე მოქალაქეებისგან ითხოვენ.

უკრაინაში შეჭრის გამო, 25 თებერვალს Anonymous-მა რუსეთის მთავრობას კიბერ ომი გამოუცხადა

"Anonymous-ის გაერთიანება ოფიციალურად კიბერნეტიკულ ომშია ჩართული რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ". – წერია დაჯგუფების სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. 

ანონიმუსი დეცენტრალიზებული საერთაშორისო ჰაკტივისტური (ჰაკერულ-აქტივისტური) დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს შეიქმნა და ის მსოფლიოს მასშტაბით ჰაკერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლების განმავლობაში დაჯგუფების სამიზნე არაერთი სახელმწიფო, კომპანია, ბიზნესმენი თუ მაღალჩინოსანი გამხდარა. 

კომენტარები