რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგია უკრაინას კიდევ 3 000 ტყვიამფრქვევსა და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყროცნს უგზავნის

Reuters

ბელგია უკრაინას კიდევ 3 000 ტყვიამფრქვევსა და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს უგზავნის. ამის შესახებ Twitter-ზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა.

"სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ გუშინდელ შეთანხმებასთან ერთად, ბელგია გვიგზავნის კიდევ 3 000 ტყვიამფრქვევსა და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს. მადლობა ალექსანდერ დე კრუს". – წერს ზელენსკი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები