რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვა: ოკუპანტების ტანკები გავანადგურეთ, რუსები კიევშიც დიდ ზარალს განიცდიან

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრილუკის რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების ტანკების კოლონა გაანადგურეს.  

სამინისტროს ცნობით, დახოცეს რუსი სამხედროებიც. 

"რუსი ოკუპანტები დიდ ზარალს განიცდიან კიევშიც. დიდება უკრაინას! ერთად გავიმარვებთ!" - წერია განცხადებაში. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები