რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის არმიამ მკვდარი ოკუპანტის ფოტოს "გამორთულია SWIFT-დან" დააწერა და ბანერად ატვირთა

 უკრაინის არმიამ მკვდარი ოკუპანტის ფოტოს "გამორთულია SWIFT-იდან" გაადაწერა და ბანერად ატვირთა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთსა და კონკრეტულ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები