მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: 2008 წელს სულ რომ თითი არ გამენძრია, რუსეთი მაინც შემოიჭრებოდა

პუტინმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომლის მიზანია უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება, რასაც შემდეგ მოჰყვება საქართველოს უბრძოლველად შემოერთება და რუსეთის იმპერიის აღდგენა. ეს არის უდიდესი საფრთხე. ახლა მაინც ხომ დარწმუნდა უკანასკნელი ადამიანი, ვინც არსებობს, რომ მე რაც არ უნდა მექნა 2008 წელს, სულ რომ თითი არ გამენძრია, სულ რომ არაფერი შემეტყობინებინა მსოფლიოსთვის, ერთი ტყვიაც რომ არ გაგვესროლა, რუსეთს არ სჭირდებოდა არანაირი საბაბი აქ შემოჭრისთვის. ზელენსკიმაც ბოლომდე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ ეპასუხა რუსების პროვოკაციებისთვის, მაგრამ ამან არ უშველა. ამიტომ, ჩვენ ამ ომს ვერ ავიცილებდით.

თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე.

კომენტარები