კლიჩკო კიეველებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და რჩევებს აძლევს

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დედაქალაქის მოსახლეობას მიმართა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა:

"ძვირფასო კიეველებო! უკრაინას თავს ესხმის აგრესორი. კიევში ჭურვების ხმა ისმის. ყველაზე საშინელი მტერი ახლა არის პანიკა. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ მოთმინების უნარი. 
ყველა, ვინც არ არის ჩართული ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სასიცოცხლო მხარდაჭერის მუშაობაში, დარჩით სახლში. მზად გქონდეთ სასწრაფო დახმარების ჩემოდანი.

ყველაზე საჭირო დოკუმენტები და მინიმალური რაოდენობის ნივთები იქონიეთ, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრამდე სწრაფად მიხვიდეთ. 

დედაქალაქის მთავრობა ადგილზეა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. გამაგრდით! უნდა გავუძლოთ!".- ამბობს კლიჩკო. 

24 თებერვლის დილას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა, რასაც მალევე მოჰყვა ქვეყნის ყველა დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვაც

კომენტარები