რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: სიტუაცია დაუყოვნებელ მოქმედებას მოითხოვს, ვატარებთ სამხედრო ოპერაციას

ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენცია ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ, 2022, 1 თებერვალი.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გამოაცხადა, რომელსაც ის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" სახელით მოიხსენიებს.

"გარემოებები ჩვენგან მოითხოვს გადამწყვეტ და შეუნელებელ ქმედებებს. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მომართეს. ამასთან დაკავშირებით, გაერო-ს წესდების მე-7 ქარტიის 51-ე მუხლის მიხედვით, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული დსრ-სთან და ლსრ-სთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია", – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

კომენტარები