Uncharted

UNCHARTED ამერიკის კინოგაქირავების ლიდერია

Variety

კომპიუტერული თამაშის ეკრანიზაცია Uncharted ამერიკის კინოგაქირავების ლიდერია. გამხსნელ უიქენდზე თამაშმა 44 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მსოფლიოში ფილმმა 139 მილიონი დოლარი შეაგროვა. ბლოკბასტერმა ჩინელი ცენზორები დააკმაყოფილა და ფილმი 14 მარტს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, ჩინეთის კინოგაქირავებაშიც გამოვა.

მეორე ადგილზე კომედიური მძაფრსიუჟეტიანი ფილმი Dog გავიდა, რომელშიც მთავარ როლს ჩენინგ ტატუმი ასრულებს. მესამე ადგილს ტომ ჰოლანდის კიდევ ერთი პროექტი ადამიანი-ობობა იკავებს.

წარმატებულმა სტარტის შემდეგ პროდიუსერებმა დაადასტურეს, Uncharted-ს გაგრძელება ექნება.

საკულტო თამაშის ეკრანიზაციაში მთავარ როლებს ტომ ჰოლანდი და მარკ უოლბერგი ასრულებენ. ფილმი ინდიანა ჯონსის საუკეთესო ტრადიციებშია გადაღებული.

Uncharted-ისა და ადამიანი-ობობას ნახვა საქართველოს კინოთეატრებშია შესაძლებელი.

 

კომენტარები