რაგბი

რაგბის კავშირმა საქართველო-რუსეთის მატჩის ანონსი უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა

Facebook

რაგბის კავშირმა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრის ანონსი უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა.

"სტადიონზე მაყურებელთა 50% დაიშვება. საქართველო-რუსეთი, 27 თებერვალს, დინამო არენაზე, 18:00 საათზე". – წერია პოსტში.

რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველო რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის ბილეთები 5 ლარად გაიყიდება.

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს 13-ჯერ შეხვდნენ, ყველა შეხვედრა ქართველი რაგბისტების გამარჯვებით დასრულდა.

კომენტარები