კრიმინალი

ძალადობის ამსახველი ვიდეოს საქმე – მორჩილის ცემისთვის ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ძალადობით განხორციელებული დევნის, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ბრალდებით ერთი პირი, 1987 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.გ.-მ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში რ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა. ძალადობის ამსახველი კადრები მოგვიანებით სოციალური ქსელი ფეისბუქის მეშვეობით გავრცელდა" - აცხადებს შსს.

20 თებერვალს Facebook-ზე ვიდეო გავრცელდა, სადაც დაუფარავად ჩანს ერთი სასულიერო პირის მიერ მეორეზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. საქართველოს საპატრიარქო ძალადობის ვიდეოს მიუღებელს უწოდებს და აცხადებს, რომ "აზარალებს და ბღალავს ეკლესიის სახელსა და სიწმინდეს". საპატრიარქოსვე მტკიცებით,  არცერთი პირი ბერად აღკვეცილი არაა და ისინი მორჩილები არიან.

კომენტარები