ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მცირედით გამყარდა

21 თებერვლის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9769 ლარია, ევროსი კი – 3.3821 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.09 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.22 თეთრით.

ლარის მიმდინარე კურსს თიბისი კაპიტალი ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებს და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებს, ვიდრე კიდევ უფრო მეტად გამყარებას. 

"ლარის მიმართ სენტიმენტებისა და წმინდა შემოდინების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, ჩვენი აზრით, ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ამ სცენარში ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ რეზერვს შეისყიდის. 

ლარის მიმდინარე კურსი ზომიერად ოპტიმისტურია და სამომავლოდ მისი ან დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნება ან გარკვეული დასუსტებაა უფრო მოსალოდნელი, ვიდრე გამყარების ბოლო პერიოდში არსებული დინამიკის გაგრძელება". – წერია TBC CAPITAL-ის ანგარიშში. 

კომენტარები