დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინისთვის - მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს [VIDEO]

ტაბულა

უკრაინისთვის - ამ სახელწოდებით მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია, შეცვალე და დემოკრატიის მცველები არიან.

აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიები - დროაგირჩი და რესპუბლიკური პარტია

"თუ თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინა დამარცხდება, რუსეთი აუცილებლად ეცდება საქართველოს ბოლომდე დამორჩილებას. უკრაინელებს, რომლებიც აფხაზეთის ომში საქართველოსთვის იბრძოდნენ, ესმოდათ, რომ შემდეგი უკრაინა იქნებოდა. ასევე ქართველებს, რომლებიც დონბასში ომობენ, ესმით, რომ უკრაინაში წყდება საქართველოს ბედიც. დღეს ჩვენი სიჩუმე დანაშაულია, მეტიც ჩვენი ხელისუფლების სიჩუმე რუსეთთან თანამონაწილეობის ტოლფასია". - აღნიშნა მოძრაობა სირცხვილიამ აქციის დაანონსებისას. 

კომენტარები