რუსეთი-საქართველო-უკრაინა

ფრიდი: საქართველოს მთავრობის ქმედებები დაგვაფიქრებს, რამდენად სურთ დასავლეთთან ინტეგრაცია

საქართველოსა და უკრაინის შემთხვევები არ არის სრულიად განსხვავებული. ორივე შემთხვევაში რუსეთმა ომის გზა გამოიყენა, რათა მათთვის ხელი შეეშალა დასავლეთში საკუთარი ადგილის პოვნაში. ისინი განსხვავდებიან, რადგან საქართველო უფრო იზოლირებული, ხოლო დასავლეთის პასუხი მეტად სუსტი და არათანმიმდევრული იყო. 

საქართველოსა და უკრაინაში კრემლის აგრესია პუტინის სურვილის ნაწილია, რომ აღადგინოს რუსეთის კონტროლი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მისი ჰგონია. ორივე შემთხვევაში პუტინმა ვერ მიაღწია წარმატებას – გაენადგურებინა მათი სუვერენიტეტი. საქართველოს შემთხვევაში, მთავრობის ზოგიერთი მოქმედება დაგვაფიქრებს, თუ რამდენად სერიოზულად სურს ქვეყანას დასავლეთთან ინტეგრაცია. მაგრამ საერთო პრობლემა იგივეა.

თქვა ამერიკელმა დიპლომატმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დენიელ ფრიდმა Atlantic Council-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.

კომენტარები