ის, რომ ალიანსი არსებობს ნაცმოძრაობასა და გახარიას შორის, ამაზე კითხვის ნიშნები მთლიანად მოხსნილია. არის დეტალები, რომლებიც უკავშირდება ამ ალიანსს, კავშირებს, რომლებიც წარმოიშვა ჯერ კიდევ ბევრად ადრე, ვიდრე გახარია გავიდოდა ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან. ძალიან ბევრი დეტალი, ნიუანსი შეიძლება იყოს საინტერესო საზოგადოებისთვის, თანამშრომლობის დეტალებზე გვაქვს საუბარი. შეიძლება, ეს იყოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, შეიძლება, იყოს ქმედებები, რომლებიც ნაკარნახევი იყო ამ ალიანსით და ასე შემდეგ. მაგალითად, გახსოვთ, რომ იყო ძალიან საეჭვოდ ჩატარებული სპეცოპერაციები, იგივე პანკისში, იგივე 20 ივნისს და ასე შემდეგ. შეიძლება, ამის უკანაც იდეგს ნაცმოძრაობის კვალი. წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ ამის დრო მალე დადგება.
ქართული ოცნება
კობახიძე გახარიაზე: საეჭვო სპეცოპერაციები იყო პანკისში, 20 ივნისს – შეიძლება, უკან ენმ იდგეს
tbl.ge/5v57
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე საუბრისას.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




