ფოტოკოლაჟი

ლინდა ევანჯელისტას პირველი ფოტოსესია წარუმატებელი პლასტიკური პროცედურის შემდეგ

90-იანი წლების ლეგენდარულმა სუპერმოდელმა, ლინდა ევენჯელისტამ, წარუმატებელი პლასტიკური პროცედურის შემდეგ პირველად მიიღო მონაწილეობა ფოტოსესიაში.

"მიყვარდა პოდიუმზე გამოსვლა, დღეს კი საკუთარ ნაცნობებს ვემალები. ასე ცხოვრება აღარ შემიძლია, მალვასა და სირცხვილში. ამ ტკივილს ვეღარ ავიტან, დროა ყველაფერზე ვილაპარაკო". – ამბობს მოდელი.

2015-2016 წლებში ევანჯელისტამ გამაჯანსაღებელ კომპანია Zeltiq's Cool Sculpting-ს ე.წ. "ცხიმის გაყინვის" პროცედურისთვის მიმართა. მოდელის თქმით არასწორად ჩატარებულმა პროცედურებმა ის დაასახიჩრა. ევანჯელისტა კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი შეიტანა და დამნაშავეებისგან 50 მილიონ დოლარს ითხოვს.

კომენტარები