სუპერმოდელი

ლინდა ევანჯელისტა: კოსმეტიკურმა პროცედურამ დამასახიჩრა

Amazon

ლინდა ევანჯელისტას თქმით კოსმეტიკურმა პროცედურამ უარყოფითი შედეგი გამოიღო და დაასახიჩრა. კანადელი მოდელი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მინდა პასუხი გავცე ჩემს გამომწერებს, რომელთაც აინტერესებთ, რატომ არ ვმუშაობ, როდესაც თანატოლი კოლეგების კარიერა ყვავის. საქმე იმაშია, რომ კოსმეტიკური პროცედურის შედეგად დავსახიჩრდი. ცხიმოვანი უჯრედები უნდა შემემცირებინა, კომპანიამ დაპირება ვერ შეასრულა და საპირისპირო ეფექტი მივიღე. ორმა მტკივნეულმა და წარუმატებელმა ოპერაციამაც ვერ მიშველა, ჩემი სხეული დეფორმირებულია. მძიმე სენს ვებრძვი, რომელმაც როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობა გამინადგურა". – წერს ევანჯელისტა.

სუპერმოდელი კოსმეტიკური კომპანია Zeltiq's Cool Sculpting-ისთვის ჩივილს აპირებს. 

ლინდა ევანჯელისტა 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერმოდელია. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ისეთუ ჟურნალებთან და მოდის სახლებთან, როგორებიც არის Vogue, Harper's Bazaar, Cosmopolitan, Glamour, Elle, W, Rolling Stone, Time. 

კომენტარები