ფოტოკოლაჟი

ოპენჰაიმერის სამსახიობო შემადგენლობა და მათი ისტორიული პროტოტიპები – [PHOTOS]

20 ივლისს საქართველოს კინოთეატრებში კრისტოფერ ნოლანის ახალი ბიოგრაფიული დრამა ოპენჰაიმერი გამოვიდა. ისტორიული ფილმის მთავარი გმირი ატომური ბომბის მამად წოდებული ამერიკელი მეცნიერი ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერია.

წარმოგიდგენთ წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმის მსახიობებს და მათ რეალურ პროტოტიპებს.

ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერი 

ატომური ბომბის მამის, ფიზიკის ბრწყინვალე თეორეტიკოსის თამაში ნოლანმა კილიან მერფის მიანდო. მსახიობისთვის ნოლანთან მუშაობა უცხო არ იყო(ბეტმენის ტრილოგია, დიუნკერკიდასაწყისი), თუმცა ასეთ დიდ პროექტში მთავარ როლს თავადაც არ ელოდა. "ჯერ კიდევ არ ვიცოდი რას ვიღებდი და როგორ, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ კილიანი უნდა ყოფილიყო მთავარ როლში. დავურეკე და ვუთხარი "ეს არის ფილმი, რომელიც მთლიანად შენს ოსტატობაზე იქნება აგებული და უნდა მაჩვენო რა შეგიძლია", რომ არ დაგიმალოთ, ეს სატელეფონო საუბარი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომენტია ჩემი მრავალწლიანი კინოკარიერის განმავლობაში.

კეტრინ "კიტი" ოპენჰაიმერი

ოპენჰაიმერის ცოლის, კეტრინს როლს ემილი ბლანტი ასრულებს. "კრისს(კრისტოფერ ნოლანს) ლოს-ანჯელესში შევხვდი, ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა თემებზე ვლაპარაკობდით და შემდეგ ძალიან სასხვათაშორისოდ მითხრა რომ სურს მის ახალ ფილმში ქალის მთავარ როლი შევასრულო, სცენარი წავიკითხე და დავთანხმდი". – იხსენებს ბლანტი.

ლესლი გროვსი

ინტერსტელარის შემდეგ ნოლანმა და მეთ დეიმონმა პირველად ითანამშრომლეს. მისი პერსონაჟი გენერალი გროვსი მანჰეტენის პროექტის(პროექტი, რომლის შედეგად პირველი ატომური ბომბი შეიქმნა) ხელმძღვანელი იყო. "სცენარმა გამიტაცა, ასეთ სტილში დაწერილი სცენარი არასდროს წამიკითხავს. მთავარი გმირები საკუთარ ქმედებებს პირველ პირში აღწერენ". – იხსენებს დეიმონი.

ლიუის სტრაუსი

ატომური ენერგიის კომისიის ხელმძღვანელის როლზე ნოლანმა შურისმაძიებლების ვარსკვლავი რობერტ დაუნი ჯუნიორი დაამტკიცა. როგორც რკინის კაცი იხსენებს სცენარის პირველ ასლს რეჟისორის სახლში გაეცნო. ტექსტის შავი ფონტით წითელ ფურცლებზე იყო დაბეჭდილი. "ალბათ ამ ფერის გამო იყო, რომ მეორე დღეს სცენარიდან არც ერთი სიტყვა აღარ მახსოვდა". – ხუმრობით ამბობს მსახიობი.

ჯინ ტეტლოკი

ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი პერსონაჟი ფსიქიატრი ჯინ ტეტლოკია, რომელიც მთავარი გმირის მეგობარი ქალიც იყო. "ფლორენსთან მუშაობა საოცრებაა, მან მცირე საეკრანო დროში ფილმისთვის უმნიშვნელოვანესი  როლი ბრწყინვალედ შეასრულა". – ამბობს ნოლანი.

ალბერტ აინშტაინი

ყველაზე ცნობილი ფიზიკოსის როლის შესრულების პატივი შოტლანდიელ მსახიობ ტომ კონტის ერგო. 

უილიამ ბორდენი

დევიდ დასტმალჩიანს კარიერულ წინსვლაში ნოლანის ბნელი რაინდი დაეხმარა. დღეს მას არაერთი მეორეხარისხოვანი როლი აქვს შესრულებული, მათ შორის ისეთ გახმაურებულ ფილმებში, როგორებიც არის დანის პირზე მორბენალი 2049 და თვითმკვლელთა რაზმი. მისი პერსონაჟიკონგრესის ატომური ენერგიის კომიტეტის ერთ-ერთი წევრი უილიამ ბორდენია.

ერნესტ ლოურენსი

ნობელიანტი ფიზიკოსის, ერნესტ ლოურენსის როლი 2000-იანი წლების დავიწყებულმა ვარსკვლავმა ჯოშ ჰარტნეტმა შეასრულა. რობერტ დაუნი ჯუნიორის თქმით გადასაღებ მოედანზე მასზე კარგად ფიზიკა არავის ესმოდა. "ძალიან მშურს მისი გონების, სიამოვნებით გავუცვლიდი". – ამბობს დაუნი ჯუნიორი.

ნილს ბორი

ოსკაროსანი მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი ნოლანთან მესამედ(ტენეტი და დიუნკირკი) თანამშრომლობს. კენეტ ბრანა ახალ ფილმში ოპენჰაიმერის მასწავლებელს და თავისი თაობის უდიდეს მეცნიერს, ნილს ბორს ასახიერებს.

დევიდ ლ ჰილი

ოსკაროსანი მსახიობი, რომელმაც მაყურებელს თავი ფრედი მერკურის როლით დაამახსოვრა ფილმში ჩიკაგოელ მეცნიერ-ექსპერიმენტალისტს, ფიზიკოს დევიდ ლ ჰილს თამაშობს. 

კომენტარები