ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა – HERITAGE FOUNDATION

Heritage Foundation-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, კერძოდ, ერთ წელიწადში ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგის მე-12 პოზიციიდან 26-მდე ჩამოქვეითდა, რაც საქართველოს სარეიტინგო ქულის გაუარესების უპრეცედენტო მაჩვენებელია. 

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით ფასდებიან, ესენია: კანონის უზენაესობა, რეგულაციების ეფექტიანობა, მთავრობის ზომა და საბაზრო თავისუფლება.

2022 წელს საქართველოს მდგომარეობა თითქმის ყოველ ძირითად კატეგორიაში გაუარესდა და ამჟამად ქვეყნის სარეიტინგო ქულა 71.8-ს შეადგენს, მაშინ, როცა ის გასულ წელს 77.2-ს შეადგენდა. 

"სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ძირს უთხრის პოლიტიკური ჩარევა. ბევრ მოსამართლეს კომერციული საქმეების დამოუკიდებლად და სწრაფად განხილვის უნარი არ აქვს. იურიდიულ ხარვეზებს მაღალჩინოსნები პირადი გამდიდრების, სტატუსისა და ანგარიშსწორების მიზნით იყენებენ". – წერია ანგარიშში. 

ექსპერტები ქვეყნის წინაშე მდგარ უმთავრეს გამოწვევად კორუფციას და სასამართლოს მიკერძოებულობას ასახელებენ.
 
Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, მეორეს - შვეიცარია, მესამეს კი - ირლანდია. ბოლო ადგილებს ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა და კუბა ინაწილებენ. 

კომენტარები