მიწისძვრა

ბათუმის მერიის მაღალჩინოსანი: ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს

Temo Khasia / Facebook

"ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს" – ასე გამოეხმაურა ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორი, თემურ ხასია საქართველოში მომხდარ 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას.

ხასიას Facebook პოსტი ამჟამად წაშლილია, თუმცა მის ფოტოს TV 25 ავრცელებს.

ხასიამ მიწისძვრის შესახებ პოსტის წაშლის შემდეგ Facebook-ზე ასევე დაწერა, რომ სპორტული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს, თუმცა ეს პოსტიც წაშალა.

2021 წლის 8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები