დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

Reuters: მაკრონს პუტინთან შეხვედრისას დისტანცია COVID-19-ის ტესტზე უარის თქმის გამო მოუწია

Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე COVID-19-ის რუსულ ტესტის გაკეთებაზე უარი თქვა. წყაროს თქმით, სწორედ PCR ტესტზე უარის გამო იყო დაცული მკაცრი დისტანცია შეხვედრებისას. 

საინფორმაციო სააგენტოს წყაროს ცნობით, მაკრონ ჰქონდა არჩევანი - ან დათანხმებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ PCR ტესტს და ჰქონოდა პუტინთან მიახლოების უფლება, ან უარი ეთქვა ტესტზე და ოფიციალური შეხვედრები წარმართულიყო მკაცრი სოციალური დისტანციის დაცვით.

"ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ეს ნიშნავდა ხელის ჩამორთმევაზე უარსა და გრძელ მაგიდასთან მოლაპარაკების წარმართვას. თუმცა ჩვენ ვერ დავუშვებდით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის დნმ მათ ხელში აღმოჩენილიყო". - ამბობს Reuters-ს ერთ-ერთი წყარო. 

წყაროს თქმით, მაკრონმა ფრანგული PCR ტესტი გამგზავრებამდე ჩაიტარა და რუსეთში ექიმმა დამატებით გაუკეთა ანტიგენის ტესტი.

მაკრონისა და პუტინის სოციალურად დისტანციური შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ, რუსეთის ლიდერმა  ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი მიიღო. პრეზიდენტებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და მოლაპარაკებისას ახლოს ისხდნენ.

კომენტარები