საქართველო-ბელარუსი

პესკოვი: რუსეთის მიერ აღიარებულია სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი – ლუკაშენკომ ეს კარგად იცის

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

"კრემლი არ აპირებს რამე სიგნალის გაგზავნას ალექსანდრ ლუკაშენკოსთან სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და ყირიმის აღიარებასთან დაკავშირებით".- ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი, ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსადრ ლუკაშენკოს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მარიონეტული თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა არც ცალსახად გამორიცხავს.

პესკოვის თქმით, ლუკასენკო თავად მიირებს გადაწყვეტილებას, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის. მისივე თქმით, ლუკაშენკომ კარგად იცის საქმის რეალური ვითარება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით. 

"დამატებითი სიგნალების აუცილებლობა არ არსებობს. არსებობს რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული სახელმწიფოები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მათთან გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ასევე, არის რუსეთის რეგიონი ყირიმი, რომელიც რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია".- ამბობს პესკოვი და აღნიშნავს, რომ ბელარუსის ლიდერმა " ეს რეალობა კარგად იცის".

კომენტარები