ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ჩარკვიანი: გულწრფელად მგონია, მელიასთვისაც შვება იქნება, აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე

გულწრფელად მგონია, ნიკა მელიასთვისაც შვება იქნება, რომ აღარ იყოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. მელიაზე ვსაუბრობ არა გავრცელებული ფარული ჩანაწერების, არამედ მისი ბრძოლის დაგეგმარების, სტრატეგიის არ მოწონების, მოქმედებისა და შედეგის გამო. მგონია, რომ ის არ არის ცუდი პიროვნება, თუმცა იყო ძლიერი ოპოზიციური ფლანგის ლიდერი, როდესაც რუსეთთან ბრძოლაში ხარ, სხვა პოლიტიკურ ტალანტს მოითხოვს, რაც ერთეულთა ხვედრია

თქვა პარტია კანონი და სამართალის ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ნიკა მელიაზე საუბრისას. 5 თებერვალს TV იმედმა გაავრცელა ჩანაწერი, სადაც ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

კომენტარები