ინფლაცია

ზარქუა: პოზიტიური მოლოდინი მაქვს, რომ ინფლაციურ ნაწილში საუკეთესო წელი გვექნება

ეს მსოფლიო მოვლენაა, სადაც საერთაშორისო ტენდენციებს, საერთაშორისო ფაქტორებს გავლენა აქვთ შიდა პროცესებზე, მათ შორის ინფლაციურ პროცესებზე. მნიშვნელოვანი რა არის: საბიუჯეტო პარამეტრები დასტაბილურებულია, მათ შორის, შემოსულებები იზრდება, მათ შორის, ტურიზმის ნაწილში დაახლოებით 53%-ით აღდგა, 2019 წლის მონაცემს რომ შევადაროთ და მიდის ზრდის დინამიკა.

ეს ჩვენ გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია გვქონდეს დაახლოებით 4-5% და არა 14%-ის ფარგლებში, ასე რომ მე პოზიტიური მოლოდინი მაქვს, რომ მიმდინარე წელს, როგორც საბიუჯეტო პროცესები დალაგდება და გაუმჯობესდება, ასევე ინფლაციურ ნაწილში ჩვენ საუკეთესო წელი გვექნება

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ინფლაციაზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 1.1%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 13.9% შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 

კომენტარები