ინფლაცია

კევინ მაკალისტერის საშობაო საყიდლების ფასი 1990 წელთან შედარებით 250%-ით არის გაზრდილი

  IMDB / 20th Century Fox

TikTok-ზე ბოლო დროს პოპულარულია ვიდეო, სადაც შედარებულია "მარტო სახლში"-ს პირველ ფილმში კევინ მაკალისტერის საშობაო საყიდლების სიის ღირებულება იგივე სიის დღევანდელ ჯამურ ღირებულებასთან. როგორც ჩანს, კევინ მაკალისტერს იგივე პროდუქტების შეძენა 2023 წელს 250%-ით უფრო ძვირად მოუწევდა. 

"მარტო სახლის" პირველ ფილმში კევინ მაკალისტერი სალაროსთან თითქმის 20 დოლარს იხდის. დღეს იგივე სიის ღირებულება დაახლოებით 70 დოლარი იქნებოდა. ფილმში კევინი ილინოისში მდებარე ქსელ Rockford Schnucks-ში ვაჭრობს. ის ყიდულობს ერთ გალონ რძეს, ნახევარ გალონ ფორთოხლის წვენს, ტელევიზორის ვახშამს, ერთ პურს, გაყინულ მაკარონს და ყველს, თხევად სარეც საშუალებას და სათამაშო ჯარისკაცებს. სალაროსთან კევინ მაკალისტერი ჟურნალიდან ამოჭრილ, ერთი დოლარის ღირებულების ფასდაკლების კუპონსაც იყენებს. ბოლო წლების ინფლაციის გამო კევინ მაკალისტერი აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში 50-დან 75 დოლარამდე თანხას გადაიხდიდა. 

კომენტარები