ტურიზმი

იანვარში საქართველოს 163 615 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, აღდგენილია ვიზიტების 53%

2022 წლის იანვარში საქართველოს 163 615 ტურისტი და 199 393 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული წლის იანვართან შედარებით ზრდამ 456% შეადგინა, პანდემიამდელ 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი, აღდგენილია ტურისტული ვიზიტების 53 პროცენტი. 

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურებს, მათი რაოდენობა 2021 წლის იანვართან შედარებით 471%-ით გაიზარდა, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი მხოლოდ 38%-ს შეადგენს. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველომ ტურიზმიდან 1.24 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. გასულ წელს საქართველოში 1.57 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2019 წელთან შედარებით აღდგენილია ტურისტულ ვიზიტების 31%, 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1%-ს შეადგენს. 

2021 წელს ვიზიტების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა, კერძოდ, ვიზიტების 51% საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენის მაჩვენებელმა კი 2019 წელთან შედარებით 48% შეადგინა.
 

კომენტარები