შუალედური არჩევნები 2022

ქართულმა ოცნებამ რუსთავისა და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, შუალედურ არჩევნებში პარტიის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე იქნება.

კანდიდატები პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ ორივე არჩევნებში გამარჯვება პარტიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება. რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს, რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისთვის", - თქვა მან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში შუალედური არჩევნები 2 აპრილს ჩატარდება. ამომრჩევლები პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს. შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება

კომენტარები