ენკანტო

სიმღერა WE DON'T TALK ABOUT BRUNO ენკანტოდან ამერიკის ჩართების სათავეშია

NY Times

სიმღერა დისნეის ანიმაციიდან ენკანტო Billboard-ის ჩარტის პირველ ადგილს იკავებს.

We Don't Talk About Bruno ლილ-მანუელ მირანდას კომპოზიციაა, რომელმაც მოსმენებით დისნეის ყველა სიმღერას გადაასწრო. მეორე ადგილს ალადინის საუნდტრეკი A Whole New World იკავებს. მესამე ადგილს ოსკაროსანი სიმღერა Let It Go იკავებს, ანიმაციიდან გაყინული.

ენკანტო კოლუმბიის მაღალ მთებში მიმალული, საოცარი, მოჯადოებული ადგილია. მთავარი გმირი მირაბელ მადრიგალია, დიდი ოჯახის ერთდერთი წევრი, რომელსაც მაგიური ძალა არ გააჩნია. Encanto კინოსტუდია Disney-ს მესამოცე სრულმეტრაჟიანი ფილმია.

ენკანტო ქართული კინოგაქირავების ისტორიაში პირველი ანიმაციაა, რომლის პერსონაჟები ქართულად ამღერდნენ.

დისნეის ახალი ანიმაცია ამჟამად საქართველოს კინოთეატრებში გადის.

კომენტარები