ენმ

დეკანოიძე: 31 იანვარს ფართო სტრატეგიას წარვადგენ, როგორ ვაპირებთ მიზნების მიღწევას

ჩვენ გვქონდა ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა, მათ შორის, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფრაქცია მსჯელობდა ძალიან მნიშვნმელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე და ეს გადაწყვეტილებები ეხება არა მხოლოდ ფრაქციის სტრატეგიას, არამედ ეხება პარტიის სტრატეგიას - რა გვაქვს სტრატეგია, რა არის ჩვენი ამოცანები, როგორი უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიურობები იმისთვის, რომ პარტიაც, ფრაქციაც, საზოგადოების ყველა წევრი გააქტიურდეს გაზაფხულზე, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ვიბრძოლოთ ამისთვის. 

დღეს ენმ-მა და, პრაქტიკულად, ყველა წევრი იქნა ამ გადაწყვეტილები მიღების მიმდინარეობისას ჩართული, მიიღო გადაწყვეტილება, როგორი იქნება ჩვენი პარტიული და ფრაქციული სტრატეგია, მათ შორის, გაზაფხულზე და იცით, რომ ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი იწყება. ეს იქნება ფართო სტრატეგია, რომელსაც მე პირადად წარმოგიდგენთ ორშაბათს, მათ შორის, ყველაფერზე - საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩამოვყალიბდით და ეს იქნება ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი, როდესაც ჩვენთვის პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს. პირველი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და მის მიმართ არაადამიანური, ღირსებისშემლახავი მოპყრობისთვის სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ინსტრუმენტის მხილება. [იქნება] აქტიურობები, აქციები, ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ ყველა ფრონტზე და ეს აქტიურობა უნდა იყოს წარმოდგენილი არა მხოლოდ კონკრეტულად პოლიტიკური საქმიანობით, არამედ ძალიან ფართო სპექტრით - ჩვენს ამომრჩეველთან, ადამიანებთან მუშაობით. უნდა იყოს ყველა ველზე მუშაობა და იცით, რომ ძალიან აქტიურები არიან ჩვენი წარემომადგენლები რეგიონებში. ამ სტრატეგიების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ ვაპირებთ ამ მიზნების მიღწევას, ორშაბათს 12:00-ზე წარმოგიდგენთ ბრიფინგს.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პარტიაში შეხვედრის შემდეგ. 

კომენტარები