ოკუპირებული ტერიტორიები

ლავროვი აღშფოთებულია ევრონიუსზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გაშუქებით

РИА Новости

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი Euronews-ის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომზადებულმა რეპორტაჟმა აღაშფოთა. ამის შესახებ მან რუსულ რადიოებთან ისაუბრა.

ლავროვის თქმით, არხი, რომელსაც სამართლიანობაზე აქვს პრეტენზია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შესახებ არასწორ, მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს და რუსეთი გამოჰყავს აგრესორად.

"გუშინ ვუყურებდი Euronews-ს და მანდ იყო ასეთი რეპორტაჟი საქართველოს სოფელ დვანზე, სამხრეთ ოსეთის საზღვართან ახლოს, რასაც საქართველო საკუთარ ტერიტორიად თვლის. მოკლედ, ჟურნალისტი ამბობს, "ვიმყოფები სოფელ დვანში გამყოფ ხაზთან და ჩემს უკან არის ადმინისტრაციული საზღვარი, რომელსაც ზურგს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. სახლი, რომელიც ქართველს ეკუთვნოდა და დაიწვა ომის დროს და ასევე ახალი სახლი, რომელიც ამ ქართველმა ააშენა, მოხვდა რუსი სამხედროების დაკვირვების ქვეშ". შემდეგ, ადგილობრივი მაცხოვრებელი ყვება, რომ რუსი სამხედროები იტაცებენ ადამიანებს.  წამყვანი, რომელსაც გოგა ჰქვია, ამბობს, "უკვე 14 წელი გავიდა ომიდან, რომელმაც ადამიანებს გაუსაძლის პირობებში ცხოვრება აიძულა. ისინი თითქმის ყოველ დღე კარგავენ მიწებს, ტყეს, რუსი სამხედროები ადამიანებს იტაცებენ და მათ აკავებენ". შემდეგ უკვე წამყვანი ამბობს "საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო პირველი იყო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომელმაც თავის თავზე გამოსცადა სეპარატიზმის ესკალაცია და სამხედრო დაუმორჩილებობა, ათასობით დევნილი კი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს სახლებში დაბრუნებას. აქ ნათქვამი არაა, რა ტიპის სეპარატიზმი გაჩნდა საქართველოში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, როდესაც გამსახურდია შოვინისტურად ითხოვდა აფხაზებისგან ქვეყნის დატოვებას,  სამხრეთ ოსებს კი საერთოდ არ თვლიდა ადამიანებად, გაეთრიეთ თქვენს ჩრდილოეთ ოსეთშიო. არავინ ამაზე არაფერს ამბობს. აი, უბრალოდ, საბჭოთა ჯარისკაცები ადამიანებს იტაცებენ 14 წლის განმავლობაში და ა.შ. რეპორტაჟის დასკვნითი ნაწილი იყო  გენიალური, "2008 წელს, როდესაც კონფლიქტი აქტიურ ფაზაში გადავიდა, რუსეთმა სამხრეთ ოსეთს დაუჭირა მხარი".  ეს არის Euronews-ი, რომელიც თავის თავს რეკლამირებას უკეთებს, როგორც ყველაზე სამართლიანი არხი და როგორც აზრთა სხვადასხვაობის ნიმუში, მაგრამ, ძმისმკვლელ კონფლიქტზე საუბრისას, არც კი ახსენეს, როგორ დაიწყო ეს კონფლიქტი". – ამბობს ლავროვი

კომენტარები