მიხეილ სააკაშვილი

მეუფე იაკობი: მოვუწოდებ ჩვენებსაც, ჭკვიანად ვიყოთ და ზედმეტად ნურავის დავიცავთ

მე სასულიერო პირებსაც მოვუწოდებ და ერის ხალხსაც მოვუწოდებ, რომ ერთ კაცს და ორ კაცს ნუ გადააყოლებენ. რამდენი პატიმარი გვყავს ხო? 300 000 მეტი მისჯილი გვყავდა. 24 ათასზე მეტი ციხეში იჯდა. სადღა 400 000 კაცი იყო გასამართლებული. მაშინ კარგი სასამართლო იყო და დღესაა ცუდი? უვარგისი სასამართლოს პირობებში სახელმწიფო სახელმწიფოა? ამიტომ, რაღაც გონიერება მოვიკრიბოთ, ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ. როგორ გგონიათ, რომ დამიჭირონ ტირილს დავიწყებ? ან ხალხი გამოდითო, იმას ვიკადრებ? გეტყვით მე რომ მიხედეთ თქვენ საქმეს. 

მოვუწოდებ ჩვენებსაც, ჭკვიანად ვიყოთ და ზედმეტად ნურავის დავიცავთ. თორემ, პერიოდი მოვითმენთ, არავის მოვთხოვთ, მაგრამ მერე პასუხს ჩვენც მოვითხოვთ, შიგნით. 

შერიგება პატრიარქმაც იცის რა არის, მეც ვიცი, სხვები რომ ლაპარაკობენ, არ იციან რა არის შერიგება. შერიგება ხდება სხვანაირად. თუ შენდობაა სათხოვარი, ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ. ალბათ, ყველანი ვართ დამნაშვეები რაღაცაში, რომ ვიღაცებს რაღაცების უფლება მივეცით, დროზე არ შევაჩერეთ, დროზე არ გავაჩერეთ და აკეთეს ისეთი რამე, რისი გაკეთებაც ადამიანისგან, ქართველი კაცისგან არ არის მიზანშეწონილი. 

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქადაგებისას. 

კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტ, მეუფე ნიკოლოზის ინიციატივით, ის მზადაა ეპარქიაში მიხეილ სააკაშვილისთვის სივრცე გამოყოს, რათა ექსპრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს.

კომენტარები