NDI-ის კვლევა

NDI: ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის

adf.org.au

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, ყოველი მე-2 მოქალაქე ამბობს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის.  

NDI-ის კვლევით, კითხვაზე, არის თუ არა ამჟამად საქართველოში დემოკრატია, 50% პასუხობს, რომ არა, 39% პასუხობს, რომ არის, 11%-მა არ იცის.  

კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების მხარდამჭერთა 70% ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 22% პასუხობს, რომ არ არის. ასევე, ოპოზიციის მხარდამჭერთა 21% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არის, 74% კი ასე არ მიიჩნევს. მათ შორის, ვინც პარტია არ დაასახელა, 55% ფიქრობს, რომ დემოკრატია ქვეყანაში არ არის, 31% კი - არა. 

ამავე კვლევით, მოსახლეობის 49% ამბობს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან მნიშნელოვანია, 43%-ისთვის მნიშვნელოვანია, 4%-ისთვის უმნიშვნელო, 1%-ისთვის სრულიად უმნიშვნელო, ხოლო 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.  

34% ფიქრობს, რომ ქართული დემოკრატია მეზობელი ქვეყნებისთვის ადრე იყო მისაბაძი მაგალითი, თუმცა ბოლო წლებში აღარ არის, 25%-ის აზრით, არსდროს ყოფილა, 23% ფიქრობს, რომ არის, 18%-მა უპასუხა, რომ არ იცის, 1% პასუხზე უარს ამბობს. 

NDI-ის კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით დარეკვის პრინციპით შეირჩნენ - ჯამში, ჩაიწერა 2 099 დასრულებული ინტევიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია, ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება. ინტერვიუები ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ჩატარდა. 

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. 

კომენტარები