უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

მდინარაძე: რეზოლუციის ტექსტი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან სრულად დაცლილია

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ უმრავლესობის მიერ შედგენილი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია "პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან" სრულიად დაცლილია. მისი თქმით, "ახლა ამის დრო ნამდვილად არაა".

მისივე თქმით, რეზოლუციას საქართველოს პარლამენტი მიიღებს. 

"ოპოზიციამ, საბოლოო ჯამში უნდა დაუჭიროს მხარი ამას, იმიტომ რომ აქ თითოეული სიტყვა გაზომილია და არც ერთი ფრაზა არ არსებობს, რომელიც შეიძლება იყოს სადაო. აქედან გამომდინარე, შეიძლება შემდგომში დაუჭირონ მხარი და შეცვალონ პოზიცია".- ამბობს მამუკა მდინარაძე. 

მმართველი გუნდი და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ვერ შეთანხმდა. ქართული ოცნების მიერ მომზადებულ პროექტში, რომელიც მედიას პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო, რუსეთი ნახსენები არაა. მისივე ცნობით, მათ მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტი საკანონმდებლო ორგანოში დღის ბოლომდე დაინიცირდება.

ქართული ოცნების მიერ მომზადებულ რეზოლუციის ტექსტი ნახეთ აქ. 


საპარლამენტო ოპოზიციამ 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ დაასრულეს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობა, რომელსაც სესიაზე წარადგენენ. 

ოპოზიციის ინიციატივით, უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ორგანოში უნდა გაიმართოს კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ასევე საგარეო კომიტეტთან, სადაც მოწვეულები იქნებიან თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. მასში მონაწილეობის მისაღებად ასევე მიწვეულები უნდა იყვნენ ოპოზიციის წევრებიც. 

დეკანოიძის თქმითვე, აუცილებელია კონსულტაციების დაწყება პარლამენტში არსებული საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფთან და ასევე უახლოეს პერიოდში საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრების კიევში ვიზიტი.

კომენტარები