უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

ზურაბიშვილი უკრაინაზე: ვერ ვიქნები საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომის წინააღმდეგი

საქართველოს პრეზიდენტის რანგში ჩვენ არ გვქონია განხილული პარლამენტის რეზოლუცია, არც ის მიდგომა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ემხრობა. მე მივყვები ჩემს პრინციპებს, როდესაც წარმოვადგენ საქართველოს პოზიციას, როგორც სახელმწიფოს პოზიციას, ეს ცხადად ვახსენე. რაც შეეხება პრაგმატულ მიდგომას, მე ვერ ვიქნები პრაგმატული მიდგომის წინააღმდეგი. უკვე ვახსენე, რომ ორი ტერიტორია გვაქვს, რომელიც ოკუპირებულია. ჩვენი მოსახლეობა განიცდის ამ საკითხს, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში ქართულ ენასთან და სხვა ქართულ რეალობასთან წვდომა არ აქვთ, აფხაზურ ენაზე ვერ ურთიერთობენ. აქტიური საქმიანობა მიმდინარეობს. ორივე ტერიტორიაზე სამხედრო გარნიზონებია. ეს ანექსიის მიმართულებით მიდის, მაგრამ მთავრობა პასუხისმგებელია, გრძნობს პასუხისმგებლობას და აქ პრინციპებზე საუბარი არ არის ჯეროვანი, ეს არ არის იოლი დასაბალანსებლად.

ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას პარლამენტში ქართული ოცნების მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაზე, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა.

კომენტარები