სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

იონათამიშვილი ინსპექტორზე: საკონსტიტუციო დაადგენს, რომ ყველაფერი სამართლიანად მოხდა

ლონდა თოლორაიას ადრეც ჰქონდა დაანონსებული, რომ მიმართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს არის მისი უფლება და შესაძლებლობაც. რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხს, ჩვენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი ამ მხრივ იყო ნამდვილად გამართული. შესაბამისად, ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი ბუნებრივი მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი სამართლიანად და კანონის სრული დაცვით მოხდა. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი. ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

კომენტარები