ქართული ოცნება

კობახიძე: ჩვენი წარმატების საიდუმლო ლიდერებს შორის მეგობრული ურთიერობა და კოორდინაციაა

გასული წლის იანვარში პოლიტიკა დატოვა ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის თავმჯდომარემ, რაც, ბუნებრივია, იყო ძალიან დიდი დანაკლისი პოლიტიკური გუნდისთვის, მისი პოლიტიკური კაპიტალის გათვალისწინებით. ასეთ ვითარებაში ერთადერთი, რასაც შეეძლო ამხელა დანაკლისის კომპენსირება, იყო, რა თქმა უნდა, გუნდის ერთიანობა, სწორედ ეს შევძელით ჩვენ. პირველ რიგში, შევძელით სწორი ურთიერთობებით და მეგობრული ურთიერთობებით.  

[...] დღეს ჩვენი პოლიტიკური გუნდი შედგება ძლიერი ლიდერებისგან და ამ სიძლიერესთან ერთად, მნიშვნელოვანია ის, რომ არის სრული კოორდინაცია და მეგობრული ურთიერთობები გუნდის ლიდერებს შორის. სწორედ ეს არის საიდუმლო იმ წარმატებისა, რომელიც გვქონდა ჩვენ გასული 1 წლის განმავლობაში, სწორედ ამის ხარჯზე მოვახერხეთ პოლიტიკური პრობლემების გადალახვა. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედთან ინტერვიუში. 

კომენტარები